140,000 ჰექტარი დამწვარი ტყის მასივი, დაღუპულები და დაშავებულები – ევროკავშირი პორტუგალიას 45 მილიონით დაეხმარება

0

Euronews-ის ცნობით, ევროკავშირი 45 მილიონს გამოყოფს იმისთვის, რომ ხანძრის ლიკვიდაციაში პორტუგალიას დაეხმაროს. ბოლო კვირის განმავლობაში სტიქიის შედეგად 86 პირი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია 1200 მეხანძრე, 300 სახანძრო ტექნიკა და დაახლოებით 20 საჰაერო ტექნიკა.
პირველი ორი ხანძარი, ქალაქ მაკაოსა და ვილა დე რიაში სამშაბათს საღამოს გაჩნდა. ვითარება ოთხშაბათს ღამით გაუარესდა. მაკაოდან, სადაც  სულ რაღაც 2000 ადამიანი ცხოვრობს, 80 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქის მერი ვასკო ესტრელა აცხადებს, რომ საშინელი ცეცხლის და კვამლის გამო, ადგილზე დარჩენა შეუძლებელი იყო. მერი ამბობს, რომ მუნიციპლაიტეტის 80-90 პროცენტი ცეცხლმა მოიცვა.
ვილა დე რაიში 15 აგვისტოდან 363 მეხანძრე და 100 სახანძრო ტექნიკა ებრძვის ცეცხლს. ქვეყნის ჩრდილოეთით, ვილა რეალში 16 აგვისტოს 97 მეხანძრე, 21 ტექნიკა და 2 თვითმფრინავი ებრძოდა ხანძარს, რომელმაც დილით იფეთქა.
ხუთშაბათს დილით ვიცეში, ცენტრალურ რეგიონშიც იფეთქა ცეცხლმა.  მობილიზებულია 69 მეხანძრე, 13 სატვირთო ტექნიკა და 3 თვითმფრინავი.
ეროვნული სამოქალაქო დაცვის სამსახური აცხადებს, რომ 2005 წლის შემდეგ  გვალვის, სიცხის და ქარის ინტენსივობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი აქვს ქვეყანას.
ქვეყნის 80 პროცენტი გვალვამ მოიცვა. წელს 140,000 ჰექტარი ტყე დაიწვა, რაც 3 ჯერ მეტია გასული ათწლეულის მაჩვენებელზე . დაკავებულია 61 ეჭვმიტანილი.
ტყის ხანძრის დროს ყველაზე მეტი ადამიანი 2003 წელს დაიღუპა, როდესაც 426 000 ჰექტარი ტყის მასივი (4260 კმ 2) დაიკარგა, მაგრამ წლევანდელი წელს უკვე გაუარესებულია მაჩვენებელი – ივნისის შუა რიცხვებში გაჩენილმა ხანძარმა უკვე იმსვერპლა 64 ადამიანის სიცოცხლე და დაშავდა 250 ზე მეტი პირი.
შესაბამისი სამსახურები ვითარების კიდევ უფრო გართულებას ელოდებიან – მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. საგანგებო სამსახურებმა ფორთოხლის გამაფრთხილებელი დონის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, რაც სიმძიმის 4-5 დონეს გულისხმობს.

წყარო: http://www.euronews.com

კომენტარები

კომენტარი