რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
კომპანია “თელასის“ მიერ ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ სს „თელასის“ მიერ ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ჩვენი კომპანიის „ცხელ ხაზზე“: 2934444.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.