ხანძრის კერებთან მუშაობის დროს ჟურნალისტს ვერტმფრენმა წყალი გადაასხა

ჟურნალისტმა, რომლის ვინაობა არ მჟღავნდება, ფერდობზე გაჩენილი ხანძარის დროს ჩათვალა, რომ კონკრეტულ ადგილზე სათანადო რეაგირება არ ხორციელდებოდა. ამ დროს, „ლაივში“ ჩართვისას ვერტმფრენიდან გადმოფრქვეულმა წყალმა ობიექტივი დაუსველა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქგვერდზე სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო გუგეშაშვილი ავრცელებს.
“გუშინ ერთი ჟურნალისტი მიქოშინებდა ცეცხლიან ფერდობზე „ლაივში“, იპოვა განაპირა დაბალი ცეცხლი, აი, აქ არავინ მუშაობსო, მიტოვებულია ეს მონაკვეთიო, ხან პირბადე გაიკეთა, ხან კვამლს შეუვარდა, ცხელ წერტილში მუშაობის მასტერკლასს ატარებდა, ახველა, აი, ასეა მიტოვებული ცეცხლი, არავინ აქრობსო. გადაუფრინა ამ დროს თავზე ვერტმფრენმა, გადმოასხა წყალი, გაეწუწათ ობიექტივი”, – აცხადებს გუგეშაშვილი.
საქართველოში ბოლო დღეებში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ბორჯომში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა, რის შედეგადაც 12 ჰექტარი ფართობი დაიწვა. 22 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ატენის ხეობაში, თიანეთსა და თბილისში. ამ ეტაპისთვის, გარდა ბორჯომის ხანძრისა, ყველა ლიკვიდირებულია. ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბელორუსიის ვერტმფრენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები