“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დაასრულებს

დღეს, 23 აგვისტოს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პეკინის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპს ახორციელებს – ქუჩის მარჯვენა მხარეს ახლად მოწყობილი 1,5 კილომეტრამდე ქსელი თბილისის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთდება და ექსპლუატაციაში შევა.
აღნიშნულ ქსელზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ევროსტანდარტის შესაბამისი 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული თანამედროვე ტექნოლოგიით მოეწყო და 7 ჰიდრანტი დამონტაჟდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის ქუჩაზე, მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა. სამუშაოები მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად განხორციელდა.
1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სრულად შეიცვალა წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.
პეკინის ქუჩაზე სრულად განახლდა და მოეწყო ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდა ასევე, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.
კომპანიის ბრიგადები სამუშაოებს 24- საათიან რეჟიმში, განუწყვეტლად ახორციელებდნენ.
აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და დღეს, 23 აგვისტოს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები