გიორგი კვირიკაშვილი სოფელ დაბაში პარაკლისს დაესწრო

სოფელ დაბაში სასულიერო პირებმა ერთობის პარაკლისი გადაიხადეს. როგორც მეუფემ აღნიშნა, მთავარია განსაცდელის დაძლევა ვისწავლოთ.
“მთავარია, ჩვენ ვისწავლოთ განსაცდელის დაძლევა. აქ ყოფნა არის გამოხატულება ამ ერთობისა, რომ ერი და ბერი ერთად ვიბრძვით, ერთად ვლოცულობთ”,- აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
სასულიერო პირებმა სტიქიის ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, მეხანძრე- მაშველები და ყველა ის პირი დალოცეს, რომელიც ხანძრის ლიკვიდაციის პროცესშია ჩართული.
წმინდა  გიორგის სახელობის ეკლესიაში პარაკლისს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები