აკა სინჯიკაშვილი: დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ

დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ, – ამის შესახებ აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ინფორმაციით, ასევე ტყეში სხვა ადგილას, ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი იპოვა ერთ-ერთმა ქალმა.
„დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.
ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ. ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი. რა ერევიან ხანძარს! ბიჭები არაადამიანური დატვირთვით მუშაობენ და მალე ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები