აჭარაში ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა – არიან დაშავებულები

აჭარა-გურიის გზაზე, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
დაშავებულები არიან ორივე მიკროავტობუსის მგზავრები. ისინი სხვადასხვა დაზიანებით ქობულეთის კლინიკებში გადაანაწილეს. ოთხი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები