ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩვენ გვექნება ძალიან თანამედროვე საარჩევნო კამპანია, ძალიან სამართლიანი არჩევნები 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა არჩევნების თარიღის დანიშვნას და საარჩევნო კამპანიის აქცენტებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან თანამედროვე საარჩევნო კამპანია და სამართლიანი არჩევნები იქნება.
ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური კულტურა ვითარდება.
”ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პარტიის კანდიდატი აქცენტს აკეთებს თანამედროვე ქალაქის განვითარებაზე. ”სიცოცხლით სავსე ქალაქი” – ეს მოწოდება და სლოგანი ძალიან პოზიტიურია. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ძალიან თანამედროვე კამპანია, ძალიან სამართლიანი არჩევნები. დარწმუნებული ვართ, რომ თბილისისთვის და თბილისელებისთვის ამ არჩევნების შედეგი ისევე, როგორც ყველა სხვა მუნიციპალიტეტისთვის, იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები