პრეზიდენტი: ხანძრის ჩაქრობის პროცესში მაღალი ხარისხის კოორდინაციაა

“მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მეხანძრეებს, მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღეებია გმირულად ებრძვის ხანძარს.
ამასთან ერთად მინდა, აღვნიშნო, მობილიზებულია, აქ არის ჩართული როგორც ქართული ძალები, ისე მეზობელი ქვეყნის რესურსი და მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, რომლებიც სტიქიის ლიკვიდაციაში გვეხმარებიან”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხანძრის ჩაქრობის პროცესში მაღალი ხარისხის კოორდინაციაა.
“მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა ვუთხრა, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაა, ბატონი პრემიერ-მინისტრი, შესაბამისი მინისტრები იქ იმყოფებიან და ამ უბედურების გამკლავების პროცესში არიან ჩართულები”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოხალისეებს და სთხოვა, რომ დამოუკიდებლად არ ჩაერთონ ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში.
“მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომელიც აქტიურად არის ჩართული, ასევე მოხალისეებს ვთხოვო, არაფრის დიდებით დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ, თავიანთი დახმარება შესთავაზონ იმ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ეს დახმარება ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური.
ასევე მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება საშიშროება, მიმდინარეობს მუშაობა ხანძრის ლოკალიზაციისთვის და ამ მომენტში არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. მითუმეტეს, რომ ოპერატიულად მუშაობენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, რომლებიც ინფორმირებულები არიან ხანძრის გავრცელების შესახებ და აგრეთვე ოპერატიულად მუშაობს მედიაც, რომელიც როგორც იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას, ისე მთელ ქვეყანას გვაწვდის ინფორმაციას”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები