ავტორბოლის დროს სპორტული ავტომობილი დაიწვა

სიღნაღში, რალის მონაწილე რკინის დამცავ ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.შემთხვევა ავტორბოლის დროს მოხდა.
ავტომანქანის მძღოლი უვნებელია. „ცეცხლი ავტომანქანას მოულოდნელად გაუჩნდა. ჩვეულებრივი შეჯიბრია, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო გამორიცხული“, – განაცხადა „კვირასთან“ ავტორბოლის ორგანიზატორმა, შალვა ობგაიძემ. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს პოლიცია ვითარებას შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ადმინისტრაციული რეაგირება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები