წყალდიდობას ინდოეთში ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა

წყალდიდობას ინდოეთში მსხვერპლი მოჰყვა.გარდაცვლილია 350 ადამიანი. სტიქია ასამის, ბიჰარისა და დასავლეთ ბენგალიის შტატებს დაატყდა თავს. წყალდიდობა მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.
ბიჰარის შტატში ხელისუფლებამ ეროვნული გვარდიის 28 დანაყოფი გაგზავნა. ასამის შტატში, წყალდიდობის შედეგად, 3 ათასზე მეტი სოფელია დატბორილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები