ესპანეთის მთავრობამ ჯიჰადური ქსელი გაანეიტრალა

ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებული ჯიჰადისტური ქსელი სრულად განეიტრალებულია. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობაში განაცხადეს.
მოკლული და დაკავებული ადამიანების იდენტიფიცირების შემდეგ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯიჰადური ქსელი განეიტრალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ამ დროისთვის, კატალონიის რეგიონულ მთავრობაში დაკავებების გაგრძელებას არ გამორიცხავენ.
ამ დრომდე იძებნება ფურგონის მძღოლი, რომელიც ბარსელონის ცენტრში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანეთის პოლიცია მაროკოში დაბადებული 22 წლის იუნის აბუიაქუბს ეძებს.
ბარსელონაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები