ბოსტონში გამართულ აქციაზე 27 ადამიანი დააკავეს

აქციაზე, რომელიც ქალაქ ბოსტონში გაიმართა, 27 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა სიტყვის თავისუფლება იყო. ინფორმაციას ამის შესახებ “Boston Globe” ავრცელებს.
ამერიკული მედიის ცნობით, დაკავებები ხულიგნობისა და სხვადასხვა დარღვევების ფაქტებზე განხორციელდა.
„აქციაზე რამდენიმე ადამიანი მცირე დაპირისპირების გამო დააკავეს“,- განუცხადეს გამოცემას სამართალდამცავ უწყებაში. ბოსტონში მიმდინარე მანიფესტაციაზე წესრიგს 500-ზე მეტი პოლიციელი იცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები