ისნის ბაზრობაზე, ე.წ. დაშლილების ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ისნის ბაზრობაზე, ე.წ. დაშლილების ტერიტორიაზე, სადაც ავტომობილის ნაწილებს ყიდიან, ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ცნობისათვის, ხანძარი ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრობაზე, დაახლოებით 04:00 საათზე გაჩნდა. ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები