25 წლის ლუკა რუსო ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა

25 წლის ლუკა რუსო ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა. ის რიგით მეორე იტალიელია გარდაცვლილებს შორის. ლუკა რუსომ იტალიაში ინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა და იტალიის ჩრდილოეთით, ერთ-ერთი პროვინციის კომპანია „Padua“ – ში მუშაობდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ბარსელონაში მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. ამავე მედიის ინფორმაციით, ლუკა რუსო ბარსელონაში დასასვენებლად იყო ჩასული. სანამ ლუკა რუსოს გარდაცვლილთა სიაში დაასახელებდნენ, მანამდე დამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა: „დამიბრუნდი სახლში, გთხოვ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები