ბარსელონაში ტერაქტის შემდეგ დაკარგული ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ბარსელონაში მომხდარი თავდასხმების შედეგად, რიგით მე-14 გარდაცვლილი 7 წლის ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ტელეგრაფი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებს ბავშვი დაკარგული ეგონათ, თუმცა 7 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ავსტრალიის მოქალაქე უნდა იყოს, რომელიც ბარსელონაში დედასთან ერთად იმყოფებოდა. დაკარგული ბავშვის შესახებ ინფორმაცია სიდნეის მცხოვრებმა ტონი კედმენმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოაქვეყნა, რომ ეძებს შვილიშვილს, ჯულიან კედმენს.
ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ბავშვის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები