ველისციხეში მამაკაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო

ველისციხეში 75 წლის კაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი წყლის რეზერვუარს გასარეცხად ამზადებდა.
შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ მისი ავადმყოფი მეუღლე იმყოფებოდა. აღნიშნული ფაქტი “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები