ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ბარსელონის ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ესპანელ ხალხს აერთიანებს სიმტკიცე, რათა დამარცხდეს ის, ვინც ვინც თავს დაესხა სახელმწიფოს ღირებულებებს.
„ჩვენ გვაერთიანებს გლოვა და სიმტკიცე, რომ დავამარცხოთ ისინი, ვინც თავს დაესხა ჩვენს ღირებულებებს, ჩვენი ცხოვრების წესს. ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მასზე პასუხიც გლობალური უნდა იყოს“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა. ბარსელონაში, რამბლას მოედანზე, ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა.
მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები