წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
„კვირას“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულე 42 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. „კვირას“ ინფორმაცია შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები