გორის ციხეზე ხანძარი ლიკვიდირებულია

გორის ციხეზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ცოტა ხნის წინ ხმელ ბალახს გაუჩნდა, შემდგომ კი გორისციხის ტერიტორია თითქმის მთლიანად მოიცვა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 3 სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია მხოლოდ ბალახი და რაიმე მატერიალურ ზარალზე საუბარი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები