გორის ციხეზე ხანძარია

გორის ციხეზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ცოტა ხნის წინ ხმელ ბალახს გაუჩნდა, შემდგომ კი გორის ციხის ტერიტორია თითქმის მთლიანად მოიცვა. ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლებიც არიან გასულები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის გუბერნატორი. კახა სამხარაძის განცხადებით, ხანძარი დიდ ფართობზე უკვე ლოკალიზებულია, რჩება მხოლოდ მცირე კერა, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 3 სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მათივე ინფორმაციით, დამწვარია მხოლოდ ბალახი და რაიმე მატერიალურ ზარალზე საუბარი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები