ოკაცეს კანიონთან ტურისტების მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

0

შემთხვევა ოკაცეს კანიონთან. კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს, სადაც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ, ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილის სადენებს გაუჩნდა და ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია. შესაბამისად, საქმეზე ძიება არ დაწყებულა.

კომენტარები

კომენტარი