ესპანეთში 600 მიგრანტი გადაარჩინეს

ესპანეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ხმელთაშუა ზღვაში 600 მიგრანტი გადაარჩინა.
მიგრანტები ევროპის მიმართულებით მაროკოს სანაპიროებიდან მიემართებოდნენ.
სამაშველო ოპერაციაში გემები და ვერტმფრნები იყვნენ ჩართულები.
გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ესპანეთში 9 ათასამდე მიგრანტი ჩავიდა, 120 ადამიანი კი ზღვის გადალახვის დროს წყალში დაიხრჩო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები