​სოფელ ზევერში, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ხვიჩა ჯოლბორდი გარდაცვლილი იპოვეს

0

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზევერის განაპირას, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ადგილობრივი მკვიდრი, 1970 წელს დაბადებული ხვიჩა ჯოლბორდი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, თუმცა სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.
ადგილობრივების განცხადებით, ხვიჩა ჯოლბორდს დაპირისპირება არავისთან ჰქონია და ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მდინარის კალაპოტის სიახლოვეს გადაადგილება, როდესაც შესაძლოა, ის გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

კომენტარები

კომენტარი