წყალდიდობას ჩინეთში მსხვერპლი მოჰყვა

0

ექვსი ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას ჩინეთში. 4 000 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები მიეტოვებინა. ისინი დროებით ახლოს მდებარე თავშესაფრებში გადაიყვანეს. სტიქიის ზონაში 12 აგვისტოს შემდეგ გადაუღებლად წვიმს, შედეგად 5 ქალაქი და 15 ოლქი დაიტბორა. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი