საბერძნეთმა ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა

0

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საბერძნეთმა ხანძრის ჩაქრობაში დახმარების გაწევისთვის ევროკავშირს მიმართა. გაწევის თხოვნით ევროკავშირს მიმართა. ხანძარის ჩაქრობა 3 დღის განმავლობაში ვერ ხერხდება. ცეცხლი ათენის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით გაჩნდა. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის პრესმდივანმა სტავროლა მალირიმ განაცხადა, რომ ხანძრის ჩასაქრობად უფრო მეტი საჰაერო საშუალებაა საჭირო.
„ხანძარი სწრაფი სიჩქარით ვრცელდება. ხანძრის მასშტაბებისა და ინტენსიურობის გამო საბერძნეთმა საჰაერო საშუალებების მიწოდება მოითხოვა“, – განაცხადა მან. ხანძარი ქალაქ კალამოსთან რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.
ამ დროისთვის ათეულობით სახლია დაზიანებული და ათასობით ჰექტარი ტყეა დამწვარი.

კომენტარები

კომენტარი