თურქეთის ტერაქტში ეჭვმიტანილი ბელგიის მოქალაქეა

0

 მამაკაცი, რომელიც თურქეთის პოლიციამ დააკავა ბელგიის მოქალაქეა. ის თავდასხმას დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაკვეთით გეგმავდა.-ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet-ი ავრცელებს.
დაკავებულები არიან, ასევე მისი ცოლი და შვილი. გამოცემის ინფორმაციითვე , მამაკაცი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების დოკუმენტებში მეჰდი ა.-ს სახელით არის მოხსენიებული, სავარაუდოდ, საფრანგეთსა და ბელგიაში ჯიჰადისტების მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი და შესაძლოა, ევროპაში ბოლო დროს განხორციელებულ ტერაქტებთან ჰქონოდა კავშირი.

კომენტარები

კომენტარი