სირიის არმიამ”ისლამური სახელმწიფოსგან” ჰომსში მდებარე ქალაქი გაათავისუფლა

0

სირიის ხელისუფლების არმიამ, მოკავშირეების დახმარებით, პროვინცია ჰომსში მდებარე ქალაქის, ას-სუჰნეს, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსგან” გათავისუფლება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც სირიის ძალების წარმომადგენელი ამბობს, არმიამ სრულიად გაათავისუფლა ას-სუჰნე – პროვინცია ჰომსში ისლამისტების ერთ-ერთი ბოლო დასაყრდენი ქალაქი და ამჟამად იქ ტერიტორიის განაღმვის ოპერაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, სირიელმა სამხედროებმა ქალაქ რაქასთან მდებარე რამდენიმე სოფლის გათავისუფლებაც შეძლეს, გაანადგურეს ისლამისტების სამი ტანკი, ორი კი ჩამოართვეს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაქო კონფლიქტი უკვე 7 წელია მიმდინარეობს. შედეგად, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, 11 მილიონზე მეტი კი საკუთარი ქვეყნიდან დევნილად იქცა.

კომენტარები

კომენტარი