ბარათაშვილის ხიდთან სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

0

ბარათაშვილის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. N23 ყვითელი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთ-ერთი, ავტობუსის მგზავრია. სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი