ავჭალის შემოვლით გზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

0

თბილისში, ავჭალის შემოვლით გზაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც „კვირას“  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის.

„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამი სახანძრო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს ეკიდა.

შსს-ს მეხანძრე-მაშველების ეფექტური რეაგირების შედეგად, ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია, დაახლოებით, ერთ ჰექტრამდე ფართობი“, – ნათქვამია  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი