რიკოთზე, ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა

0

რიკოთის უღელტეხილზე, ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, “ლადას” მარკის რუსულნომრიანი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი