ცუდი ხილვადობის გამო ვერტმფრენები ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერ ჩაერთვებიან

 მთაწმინდის ტერიტორიის ზედა ნაწილში ხანძრის ძირითადი კერები ჩამქრალია. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები ქვედა ნაწილის ლოკალიზებაზე. უწყების ინფორმაციით, საუბარი იყო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვაზე, თუმცა, როგორც სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, სააგენტოს ვერტმფრენი არ გააჩნია, რის გამოც საუბარი იყო საზღვრის დაცვის პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებაზე, თუმცა ღამით ცუდი ხილვადობის გამო საჰაერო საშუალებების გამოყენება გარკვეულ რისკებს უკავშირდება  და ამ ეტაპზე, ამის საჭიროებაც არ არსებობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები