ისრაელმა იემენის მასშტაბით ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ელექტროსადგურსა და პორტებზე იერიშები მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მათ ჰუსიტების სამიზნეებზე – იემენის სამ პორტსა და ერთ ელექტროსადგურზე იერიშები მიიტანეს.

მათივე ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა ჰუსიტების პოზიციებზე 50-ზე მეტი საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს.

როგორც მედია იუწყება, თავდასხმების შემდეგ, ჰუსიტების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ისრაელის ავიაიერიშს მრავალი ადგილობრივი წარმოების ანტისაჰაერო რაკეტის გამოყენებით უპასუხეს. ავიაიერიშებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, ჰუსიტებმა ისრაელსა და საზღვაო მიმოსვლაზე თავდასხმა 2023 წლის ნოემბერში დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები