ლევან მახაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, საქართველოში იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

„იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოსთან მეგობრულ და საქმიან გარემოში განვიხილე იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. აგრეთვე, ვისაუბრეთ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე,“- წერს ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, შეხვედრაზე, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

„იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოსთან მეგობრულ და საქმიან გარემოში განვიხილე იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. აგრეთვე, ვისაუბრეთ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე.
მიმოვიხილეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
იტალიის ელჩს მადლობა გადავუხადე საქართველოს მხარდაჭერისთვის“, – წერს ლევან მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები