შალვა პაპუაშვილი: „ლელო“ და გახარია ცდილობენ, ამომრჩეველს მოაჩვენონ, თითქოს „ნაცმოძრაობა“ არ არის არჩევნებში წარმოდგენილი, სინამდვილეში ერთი ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფია
,,არის მცდელობა, ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში წარმოდგენილი და რეალურად, იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესი გარედან მართულია.
„სრულად გარედან მართული პროცესია და ზუსტად ისე მიდის პროცესები, როგორც ჩვენ ვსაუბრობდით. არის მცდელობა, ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში წარმოდგენილი და რეალურად, იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი. ასე რომ, ეს არის მცდელობა გარედან დაგეგმილი, დაორგანიზებული და განხორციელებული. ზუსტად ეს ორი პარტია – „ლელო“ და გახარია. ვხედავთ, გახარია დღესაც საზღვარგარეთ არის და იქ იღებს მითითებებს. ამომრჩეველს რომ მოაჩვენონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის არჩევნებში წარმოდგენილი, სინამდვილეში არის ერთი ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარედან იმართება. ეს მცდელობა არის ახლა, რასაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.