საუდის არაბეთის პრინცი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა

საუდის არაბეთის 26 წლის პრინცი სალმან ბინ საად ბინ აბდულა ბინ ტურკი ალ საუდი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა SPA სამეფო ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრინცის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე ოფიციალურად არ ხმაურდება, თუმცა უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სალმან ბინ საად ბინ აბდულა ბინ ტურკი ალ საუდის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.
პრინცს დღეს დაკრძალავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები