თურქეთმა ირანის საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

ოფიციალურმა ანკარამ თურქეთისა და ირანის სახელმწიფოების საზღვარზე 70 კილომეტრის სიგრძის დამცავი კედლის აშენება დაიწყო.   ინფორმაციას თურქული გამოცემა Hürriyet ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შვიდტონიანი ბლოკების კედლის სიმაღლე 3, სიგანე კი 2 მეტრი იქნება. თურქული მედიის ინფორმაციით, კედლის აშენების მიზანი, ქვეყანაში აკრძალული „ქურთისატანის მუშათა პარტიის“ წევრების მოძრაობის შეზღუდვაა.
უცხიური მედიის ინფორმაციით, თურქეთ-ირანის საზღვართან ახლოს, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 6 ბანაკი მდებარეობს, რომელშიც პარტიის 800-იდან 1000 წევრამდე იმყოფება. წყაროს თქმით, ეს ადამიანები, უკანონოდ კვეთენ საზღვარს და თურქეთში სხვადასხვა სახის თავდასხმების მოსაწყობად გადმოდიან, შემდეგ კი უკან ბრუნდებიან.

ოფიციალური წყაროს ცნობით, თურქეთის ხელისუფლება კედლის მშენებლობას აგრისა და იგდირის პროვინციებთან გეგმავს, საზღვრის დარჩენილ ნაწილზე კი რკინის მავთულხლართებს გააბამს. გარდა ამისა, იგეგმება ღამის განათებისა და სათვალთვალო კამერების დამონტაჟება.

მანამდე, თურქეთმა სირიის საზღვარზე „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით, 900 კილომეტრიანი კედლის აშენება გადაწყვიტა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები