ფილმ „გოძილას“ როლის შემსრულებელი მსახიობი პნევმონიით გარდაიცვალა

იაპონიაში მსახიობი ჰარუო ნაკაძიმა გარდაიცვალა, რომელიც მონსტრის კოსტიუმში ცნობილ ფილმ „გოძილაში“  თამაშობდა.
მამაკაცს  მწვავე პნევმონია ჰქონდა.  მსახიობი 88 წლის იყო.
„გოძილა“ რეჟისორმა ისირო  ჰონდოიმ 1954 წელს გადაიღო. ჰარუო ნაკაძიმას როლის შესრულება  საკმაოდ მძიმე კოსტიუმით მოუწია.  თუმცა ეს მსახიობის ერთადერთი როლი არ ყოფილა. ის სხვადასხვა დროს მონაწილეობდა კაიდზიუს არაერთ  ფილმში.
ჰარუო ნაკაძიმამ კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის არაერთი ჯილდო მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები