ტაილანდში ავტოავარიის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა
ტაილანდში, კუნძულ ფხუკეტიზე ავტოავარიის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ჩინელი და იაპონელი ტურისტები არიან. ოთხი ჩინელი ტურისტის მდგომარეობა მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ტურისტული ავტობუსის მძღოლმა მართვა დაკარგა და ორ მიკროავტობუსს შეეჯახა.