თურქეთში, ავტობუსის ამობრუნების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

თურქეთში, ამასიას პროვინციაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე თქმით, ავტობუსი სტამბულიდან სამსუნის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შემთხვევა კი ქალაქ მერზიფონში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები