ტრამპის შეფასებით, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები სახიფათოდ დაბალ ნიშნულზეა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ურთიერთობა სახიფათოდ დაბალ ნიშნულზეა.
ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ კონგრესს, იმ ხალხს, ვისაც ჯანდაცვის მოცემაც კი არ შეუძლიათ თქვენთვის“,- წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპმა რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას ხელი 2 აგვისტოს მოაწერა.
ახალი სანქციების მიზეზებს შორის არის ამერიკის წინასაარჩევნო კამპანიაში მოსკოვის სავარაუდო ჩარევა, სირიის მმართველი რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა და მისი აგრესიული პოლიტიკა უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები