ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აქტს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აქტს ხელი მოაწერა, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით იტყობინება.
აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს 2008 წლიდან საქართველოში ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების უგულებელყოფას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები