არჩილ თალაკვაძე: ვეტო იქნება დაძლეული მაღალი ალბათობით და ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს პრეზიდენტის ინსტიტუტთან
“ვეტო იქნება დაძლეული, მაღალი ალბათობით, და ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს პრეზიდენტის ინსტიტუტთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შენიშვნების დიდი ნაწილი უმრავლესობისთვის ნაცნობი იყო, რადგან ეს საკითხები ადრეც განხილულა.
“შენიშვნები, რომელიც პრეზიდენტის აპარატიდან გამოიგზავნა, განვიხილეთ. საკითხების დიდი ნაწილი ჩვენთვის იყო ნაცნობი. ეს საკითხები ადრეც იყო განხილული, სანამ ამ კანონპროექტებს მხარს დავუჭერდით. შესაბამისად, ვეტო იქნება დაძლეული, მაღალი ალბათობით, და ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს პრეზიდენტის ინსტიტუტთან”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტში, დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ.