“არაერთი რეზოლუცია გვახსოვს – ევროპარლამენტის მიერ მიღებული, რომელშიც სრულიად უსაფუძვლო და არასამართლიანი დამოკიდებულება იკვეთება საქართველოსთან მიმართებით” – კახიანი

“არაერთი რეზოლუცია გვახსოვს ევროპარლამენტის მიერ მიღებული, რომელშიც სრულიად უსაფუძვლო და, მე ვიტყოდი, არასამართლიანი დამოკიდებულება იკვეთება საქართველოსთან მიმართებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი აცხადებს.

“მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ასევე დაინიცირებული არის რეზოლუციის პროექტი, რომელიც პირიქით, ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტია და რომელიც სწორად ასახავს ვითარებას, რომელიც დღეს საქართველოში არის. იქ ასევე საუბარი არის იმაზე, თუ რა უსამართლო გავლენების მცდელობები არის ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან“, – აცხადებს კახიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები