“ისრაელი, რომელიც ფლობს ბირთვულ შეიარაღებას და არ აღიარებს არცერთ საერთაშორისო წესს თავის ბირთვულ საქმიანობაში, განახორციელა სრულმასშტაბიანი ტერორისტული აქტი” – ერდოღანი
“ირანს ღიად დაესხა თავს ქვეყანა, რომელიც არ ცნობს სამართალს, არ აღიარებს წესებს და არ გააჩნია პრინციპები”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, – იტყობინება ადგილობრივი მედია.
„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ სრულებით ბუნებრივი, ლეგიტიმური და სამართლიანი უფლებაა ირანისთვის, დაიცვას თავი ისრაელის ამ ბანდიტური და სახელმწიფო ტერორისგან. ირანს ღიად დაესხა თავს ქვეყანა, რომელიც არ ცნობს სამართალს, არ აღიარებს წესებს და არ გააჩნია პრინციპები. არის განებივრებული და დაბრმავებული.
ისრაელმა, რომელიც ფლობს ბირთვულ შეიარაღებას და არ აღიარებს არცერთ საერთაშორისო წესს თავის ბირთვულ საქმიანობაში, განახორციელა სრულმასშტაბიანი ტერორისტული აქტი ისე, რომ არ დაელოდა მოლაპარაკებების დასრულების შედეგებს. ამ აგრესიის წინაშე, რომელიც მთელი მსოფლიოსა და კაცობრიობის თვალწინ განახორციელა, სამწუხაროდ, საერთაშორისო ინსტიტუტები და ქვეყნები, პირველ რიგში კი, აშშ, ჩუმად რჩებიან და ზოგიერთი, სამწუხაროდ, ღიად უჭერს მხარს ამ ბანდიტიზმს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.