თორნიკე ჭეიშვილი: დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც ოქსიმორონების ერთგვარი კრებული, იქ შემოთავაზებულ პოსტულატებს უხეირო ხასიათი აქვთ

დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც ოქსიმორონების ერთგვარი კრებული, იქ შემოთავაზებულ პოსტულატებს უხეირო ხასიათი აქვთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება უკანასკნელ დღეებში არ არის პირველი. რამდენიმე დღის წინაც ვიხილეთ ერთ-ერთი განცხადება. საერთო ჯამში, ალბათ შეიძლება შეფასდეს, რომ ეს არის ოქსიმორონების ერთგვარი კრებული, რომელიც, არ ვიცი, რამდენად შეიძლება იყოს საინტერესო თუნდაც ვინმეს მიერ გამოსაცემად, იმდენად უხეირო ხასიათი აქვს შესაბამის პოსტულატებს, რაც იქ არის შემოთავაზებული.

რაც შეეხება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საკითხს, დღეს ჩვენი ლიდერების მიერ მკაფიოდ იქნა განმარტებულ, როდის ხდება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა შესაბამის არჩევნებზე“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირის ყველა რეკომენდაცია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები