“ისრაელის სახელმწიფო ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ჩვენ ეს ოპერაცია იმისთვის დავიწყეთ, რომ ორი სერიოზული საფრთხე აგვეცილებინა ისრაელის სახელმწიფოსთვის: ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხეები”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის, ისრაელი თეირანის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს.

” ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ცას თეირანის თავზე, ძლიერ დარტყმებს ვაყენებთ აიათოლას რეჟიმს, მიზანში ვიღებთ ბირთვულ ობიექტებს, რაკეტებს, სამეთაურო ცენტრებს – რეჟიმის სიმბოლოებს. ვესაუბრები მსოფლიო ლიდერებს და ისინი აღფრთოვანებულები არიან ჩვენი სიმამაცითა და მიღწევებით. ისრაელის სახელმწიფო ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები