სახალხო დამცველმა ომბუდსმენების საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, ომბუდსმენობის საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 2025 წლის 18 ივნისს აზერბაიჯანის ომბუდსმენის საბინა ალიევას ორგანიზებით ბაქოში გაიმართა. სიმპოზიუმის თემა იყო „კანონის უზენაესობის გაძლიერება: ომბუდსმენებისა და ეროვნული ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების როლი“.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) წევრი აზია-აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ომბუდსმენებმა, კონსტიტუციური უფლებების აღსრულებისა და ყველასთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს; საერთაშორისო თანამშრომლობისა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.