აიათოლა ალი ხამენეი: ომს ომით ვუპასუხებთ, დაბომბვას დაბომბვით, ირანი არ დაემორჩილება არცერთ მოთხოვნას ან დიქტატს
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ აშშ-ის თავდასხმა ირანზე ისრაელის მხარდასაჭერად „უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს“.
ირანის ნახევრად ოფიციალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ კომენტარში ხამენეიმ განაცხადა: „ომს ომით ვუპასუხებთ, დაბომბვას დაბომბვით და დარტყმას დარტყმით. ირანი არ დაემორჩილება არცერთ მოთხოვნას ან დიქტატს“.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში ირანს უპირობო დანებებისკენ მოუწოდა.