საქართველო დღეს აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს იმისთვის, რომ შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლო მომავალი აჩვენებს, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით ნატოს მხრიდან.
„დანარჩენი უკვე არის ნატოს წევრი სახელმწიფოების მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი რაც არის, ჩვენ ამას უმაღლეს დონეზე ვასრულებთ და ველოდებით შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რა გზავნილები იქნება ნატოს მხრიდან, ამას ახლო მომავალი გვაჩვენებს“, – აღნიშნა კახიანმა.